რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელიც ბომბით დატვირთული Chevrolet Volt-ის მარკის მანქანით, უკრაინიდან ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით დაიძრა.
„ეფ-ეს-ბე“ ანგარიშის მიხედვით, ბომბით დატვირთულმა მანქანამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტი "ზემო ლარსი" გადაკვეთა.
„თვითნაკეთი, მაღალი სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილი უკრაინიდან რუსეთში ტრანზიტით, რამდენიმე ქვეყნის გავლით ჩავიდა. მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიაში, ზემო ლარსის საერთაშორისო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა და კერძო მძღოლის მიერ მართული ავტომობილით კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამსახური ტერაქტის ორგანიზების მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავების ვიდეოს ავრცელებს