ხარკოვში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
ხარკოვის ოქლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ცნობით დაღუპული 16 წლის ბავშვია. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაღუპულია 2 წლის ბავშვი. მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ 18 ადამიანი. როგორც სინეგუბოვი აღნიშნავს, ამ დროისათვის დაკარგულად კიდევ 5 ადამიანია მიჩნეული.
უკრაინის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.