რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალასკაში გამართული მოლაპარაკებების დროს მხარი არ დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და შესთავაზა ომის დასრულების ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე ხელმოწერა.
ამის შესახებ Axios-ის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა სოციალურ ქსელ X-ზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის და ნატო-ს ლიდერებს განუცხადა, რომ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასასრულებლად ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა ურჩევნია“, - წერს რავიდი.
წყაროების ცნობით, ტრამპმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას ასევე თქვა, რომ სწრაფი სამშვიდობო შეთანხმება უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა.