აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის გამართვის საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. იუწყება რუსული სამთავრობო გამოცემა „ტასი“.
„პუტინს, ტრამპსა და ზელენსკის შორის სამმხრივი სამიტის ჩატარების თემა ჯერ არ წამოჭრილა,“ - განაცხადა უშაკოვმა.
რუსული მხარის ცნობით, ასევე უცნობია, თუ როდის გაიმართება პუტინსა და ტრამპს შორის შემდეგი შეხვედრა.
ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ პუტინს და ზელენსკის სურთ, რომ ის დაესწროს შესაძლო შეხვედრას, რომელზეც მშვიდობის მიღწევის გზები განიხილება. „ორივეს უნდა, რომ იქ ვიყო. ორივეს უნდა, რომ იქ ვიყო და მე იქ ვიქნები“, - თქვა მან.