შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაზე მომავალი კვირის ბოლოს. ამის შესახებ CBS News წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა იხსენებს, რომ ტრამპმა ორშაბათს თეთრ სახლში ჟურნალისტების წინაშე გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ პუტინთან მისი შეხვედრა „კონსტრუქციული“ იქნებოდა და თქვა, რომ ის პუტინისა და ზელენსკის მონაწილეობით შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს.
„შემდეგი შეხვედრა ზელენსკის და პუტინს, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემს შორის იქნება“, - განაცხადა მაშინ ტრამპმა.
სამშაბათს, CBS News-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ მუშაობს მომავალი კვირისთვის ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზებაზე