აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შორის ონლაინსამიტი მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ზელენსკი ბერლინში დილით ჩავიდა.
ზელენსკის, ტრამპისა და მერცის გარდა, ვიდეოკონფერენციას დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ფინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
შეხვედრას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უხელმძღვანელებს.
მოლაპარაკების შემდეგ, ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, , ევროპელ ლიდერებს ცალკე ონლაინშეხვედრაზე მიმართავენ.
ამის შემდეგ კი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა შედგება.