შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილი შეხვედრა ელმენდორფ რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება, რომელიც ქალაქ ანკორიჯში მდებარეობს. იტყობინება CNN წყაროზე დაყრდნობით.
ვაშინგტონის და მოსკოვის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ალასკაში სამიტის მასპინძლობისთვის ერთადერთი შესაფერისი ადგილი შტატის უდიდესი ქალაქი ანკორიჯი იქნებოდა და მხოლოდ ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარე საჰაერო ბაზას შეეძლო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
CNN-ის ცნობით, მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი იმედოვნებდა, რომ თავიდან აიცილებდა სიტუაციას, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ამერიკული სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა.
როგორც ტელეარხის წყაროებმა განაცხადეს, შეხვედრის ადგილის არჩევისას ევროპასთან დაკავშირებული ვარიანტები თავიდანვე გამოირიცხა - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული პუტინის დაკავების ორდერის გამო.
ამავდროულად, წყაროების ცნობით, განიხილებოდა უნგრეთთან დაკავშირებული ვარიანტი, რომლის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაახლოებულია როგორც პუტინთან, ასევე ტრამპთან.
იუწებიან, რომ კრემლი შესაფერის ადგილად მიიჩნევდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, თუმცა თეთრი სახლი ეცადა, ტრამპის მაისის ვიზიტის გამო, თავიდან აერიდებინა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ვიზიტი.