ლატვია ნატოს ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს, 2 მილიონ ევროს გამოყოფს.
როგორც Delfi იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ამ ინიციატივის ფარგლებში ლატვიის ფინანსური წვლილის ოდენობა დაზუსტდება, თუმცა ის არანაკლებ 2 მილიონი ევრო იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ლატვიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნა გასულ კვირას, პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ედგარს რინკევიჩს შორის საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი, თუმცა დეტალები არ დაკონკრეტებულა.
აშშ-მა და ნატო-მ უკრაინის ამერიკული იარაღით მომარაგების ახალი მექანიზმი - Priority Ukraine Requirements List (PURL), აამოქმედეს, რომელიც ალიანსის სხვა წევრების შენატანებით დაფინანსებას ითვალისწინებს.