თურქეთში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ბალიკესირის პროვინცია იყო.
ბიძგები იგრძნობოდა ქალაქ სტამბოლშიც, რომელიც ბალიკესირიდან 206 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ X-ზე დაწერა, რომ საგანგებო სამსახურის ჯგუფებმა სტამბოლის სიახლოვესა და მეზობელ პროვინციებში მიწისძვრის შედეგების შემოწმება დაიწყეს.
მოგვიანებით მან დაამატა, რომ სინდირგის რაიონში მიწისძვრის შედეგად ერთი შენობა ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, ხოლო კიდევ ორი მოქალაქის გადარჩენას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემისოღლუმ განაცხადა, რომ ბალიკესირში ოთხი ადამიანი დაშავდა.