უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში ბეზსალივკას დასახლება რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და სრულად გაწმინდეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, ოპერაციაში 33-ე ცალკეული შემტევი პოლკის და 24-ე ცალკეული შემტევი ბატალიონის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინულმა ძალებმა 18 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.
ბეზსალოვკა რუსეთთან საზღვარზე, სუმის ოლქის ბელოპოლსკას საქალაქო თემში მდებარეობს
ბელოპოლსკაიას თემის ხელმძღვანელის, იური ზარკის თქმით, ივლისის დასაწყისში ბეზსალივკაში რამდენიმე მოსახლე იყო დარჩენილი. მათ ევაკუაციაზე უარი თქვეს.
25 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 225-ე ცალკეულმა სადესანტო პოლკმა დაასრულა სუმის ოლქის დასახლება კონდრატოვკას გაწმენდა.
14 ივნისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები ახერხებდნენ რუსული ჯარების განდევნას სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებიდან, კერძოდ, გაათავისუფლეს ანდრიივკა.