საქართველოში აშშ-ის საელჩო თეთრ სახლში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ეხმიანება და ორივე ქვეყანას მშვიდობის ახალი ეპოქის დაწყებას ულოცავს.
„აშშ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს მხარეები ერთ მაგიდასთან შეკრიბა და შუამავლობა გაუწია შეთანხმებას, რომელმაც ათწლეულების კონფლიქტი დაასრულა. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის, რომლის შედეგიც იქნება სავაჭრო შეთანხმებები და კეთილდღეობა, როგორც ამერიკელი, ისე სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ვულოცავთ ორივე ქვეყანას მშვიდობის ახალი ეპოქის დაწყებას“, - წერს აშშ-ის საელჩო.
შეგახსენებთ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.