სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდენ, თუმცა წარუმატებლად ევროკავშირიც, რუსეთიც.
„ახლახან ვიმყოფებოდით ოვალურ კაბინეტში, სადაც ხელი მოვაწერეთ მოცულობით დოკუმენტებს და შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს. სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ვაჭრობა, მოგზაურობა, დიპლომატიური ურთიერთობები და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ტრამპმა.
ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოვაგვარეთ არსებული პრობლემა, რომელიც წინა მოლაპარაკებებს შლიდა. ეს დეკლარაცია აარსებს “ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, რაც დიდი პატივია, ეს არ მითხოვია. ეს განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა, რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს თავის ნაჰჩივანის [რეგიონზე] და ამავდროულად სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს…ასე რომ, ისინი შეძლებენ იცხოვრონ და იმუშაონ ერთად.
სომხეთი ასევე ქმნის ექსკლუზიურ პარტნიორობას აშშ-თან, რომელიც შესაძლოა, 99 წლამდე გაგრძელდეს და შემდეგ კიდევ გვპირდებიან გაგრძელებას. ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. მათ ძალიან სურთ ამ ორ ქვეყანაში შესვლა და ბევრი ფულის დახარჯვა, რაც ეკონომიკურად სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას. ჩვენ ასევე ვაუქმებთ შეზღუდვებს აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ტრამპმა.