ჩვენ არ ვაპირებთ ღაზის ოკუპაციას - ჩვენ ვაპირებთ ღაზის გათავისუფლებას „ჰამასისგან“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ X-ზე წერს..
„ღაზა დემილიტარიზებული იქნება, დაწესდება მშვიდობიანი სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომელიც არ იქნება პალესტინის ხელისუფლება, „ჰამასი“ ან რომელიმე სხვა ტერორისტული ორგანიზაცია.
ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მძევლების გათავისუფლებას და უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს“, - წერს ნეთანიაჰუ/