უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს რუსეთის ზაფხულის შეტევა სუმის რეგიონში და დაიბრუნეს ტერიტორიის ნაწილი, რაც აჩვენებს მოსკოვის უუნარობას, განახორციელოს გადამწყვეტი ოპერაციები ბრძოლის ველზე.
The Wall Street Journal წერს, რომ შედეგად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმორ პუტინი, რომელიც დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას, მოლაპარაკებებზე ბრძოლის ველზე გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე ჩავა.
ოფიცრებისა და ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთმა ამ ტერიტორიაზე შეტევა ძირითადად შეაჩერა და ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ 4-დან 6 კვადრატულ მილამდე ტერიტორია და ორი სოფელი დაიბრუნა.
თუმცა, უკრაინელი ოფიცრების თქმით, რუსეთს ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჰყავს 50 000-ზე მეტი სამხედროს რეზერვი, რამაც სუმის რეგიონში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს შორის შეშფოთება გამოიწვია, რომ სიტუაცია შესაძლოა კვლავ შეიცვალოს.