რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პარტია ლელოს წევრ გრიგოლ გეგელიას შორის დაპირისპირება მოხდა,
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გეგელიამ ტერიტორია დატოვა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გეგელიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და „ყველანი ერთ მხარეს დგანან“.