კიევზე 31 ივლისის ღამეს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია. კიდევ 159 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 ბავშვი. დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის ხუთი ბავშვია, ყველაზე უმცროსი კი მხოლოდ 2 წლის იყო.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით,, ყველა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.
31 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს.
თავდასხმის შედეგები კიევის 4 რაიონის 27 ლოკაციაზე დაფიქსირდა.