ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ გელანდებათ, მეოთხე წელია პუტინის ტყვეა და პუტინის მონებისგან ამ ქვეყნის დახსნა უნდა, დემოკრატიული ძალების ერთმანეთის ჭმით ეს არ მიიღწევა, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს, რომელშიც
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებასა და სიცოცხლეს სწირავს ქვეყნის პუტინისგან გათავისუფლებას.
„ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ გელანდებათ. მეოთხე წელია პუტინის ტყვეა და ერთადერთი რამ უნდა – პუტინის მონებისგან ამ ქვეყნის დახსნა, ამას წირავს თავისუფლებას და სიცოცხლეს. დემოკრატიული ძალების ერთმანეთის ჭმით ეს არ მიიღწევა. წერტილი“, – წერს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, ჩერგოლეიშვილი თავის პოსტში წერს: "სინამდვილეში ბურჭულაძე მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში, ამას ემსახურება ეს კლოუნადა“.
მანამდე მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე.