კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა.
„კანადა აპირებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე ვიზიტის დროს, 2025 წლის სექტემბერში“, - განაცხადა მან.
თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა დასძინა, პალესტინის ხელისუფლებას მოუწევს მმართველობის სისტემის რეფორმირება და 2026 წელს სახელმწიფო არჩევნების ჩატარება, რომელშიც პალესტინის მოძრაობა „ჰამასი“ მონაწილეობას ვერ შეძლებს.
29 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს მომავალ გენერალურ ასამბლეაზე.
მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლება მოხდეს, თუ ისრაელი ვერ მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტას და არ შეასრულებს ვალდებულებებს გრძელვადიანი სამშვიდობო პროცესის მისაღწევად.
მანამდე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ საფრანგეთმაც განაცხადა.