რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 8.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა რუსეთში, იაპონიასა და აშშ-ში
კამჩატკის ნაწილზე ცუნამის სიმაღლე 3-4 მეტრს აღწევდა.
მიწისძვრის შედეგად არიან დაშავებულები. ასევე დაზიანდა რამდენიმე შენობა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა რუსეთში, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან დაახლოებით 136 კილომეტრში მოხდა.
ჰავაისა და ალასკის ალეუტის კუნძულების ნაწილებზე ცუნამის გაფრთხილებაა გამოცხადებული.
ცუნამის გაფრთხილებები ასევე ძალაშია იაპონიის სანაპირო რაიონებისთვის.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტო 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღების შესახებ აფრთხილებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან იყო, რომელიც ქვეყნის შორეულ და იშვიათად დასახლებულ ნაწილს წარმოადგენს.
სახალინის გუბერნატორმა ვალერი ლიმარენკომ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.