29 ივლისის ღამეს, ზაპოროჟიეს ოლქში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად, თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.
ინფორმაციას ოლქის სამხედროადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
„ღამით მტერმა ზაპოროჟიეს ოლქი 8-ჯერ დაბომბა, სავარაუდოდ, ფუგასური ავიაბომბებით. მათ ასევე დაარტყეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. 16 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა,“ - წერს ფიოდოროვი.
მისივე თქმით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
თავდასხმის შედეგად დაინგრა სასჯელაღსრულების დაწესებულების შენობა, ასევე დაზიანდა ახლომდებარე კერძო სახლები.