მანჰეტენის პრესტიჟულ ცათამბჯენში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაცმა ოთხი ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელი. თავდასხმის შემდეჰ კი თავი მოიკლა. იუწყება CNN
ნიუ იორკის პოლიციის კომისრის, ჯესიკა ტიშის თქმით, თავდამსხმელი ლას-ვეგასის მცხოვრები 27 წლის შეინ ტამურაა.
შეიარაღებული პირი იარაღით შეიჭრა პარკ ავენიუზე, 44-სართულიან ცათამბჯენში და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი და კიდევ ორი კაცი დაიღუპა.
შემდეგ ის ლიფტით Ruden Building Management-ის ოფისში ავიდა და ქალი მოკლა. შემდეგ ვესტიბიული სროლით გაიარა, კორიდორში გავიდა და მკერდში ისროლა.
ნიუ იორკის მერმა ერიკ ადამსმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ სროლის შედეგად „ბევრი ადამიანი“ დაიჭრა.
პოლიციის კომისრის თქმით, ტამურამ სამ დღეში ქვეყანა მოიარა და ნიუ იორკში თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა.
ნიუ იორკის პოლიციის მიერ ლას-ვეგასის ხელისუფლებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტამურას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა დადასტურებული.
„მისი მოტივები გამოძიების პროცესშია და ჩვენ ვმუშაობთ იმის გასაგებად, თუ რატომ აირჩია მან ეს კონკრეტული ადგილმდებარეობა“, - თქვა ტიშმა.