დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად განიხილა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ სამოქმედო გეგმა.
ამის შესახებ მან შოტლანდიის ქალაქ თარნბერიში აშშ-ის ლიდერთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„კერძოდ, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ღაზაში არსებული ვითარება, რომელიც გაუსაძლისია, მათ შორის {გაუსაძლისია} შიმშილით დახოცილი ადამიანების კადრების [ნახვა]“, - თქვა სტარმერმა.
„ორივემ ვიცით, რომ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, უნდა გავზარდოთ ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია „ყურადღება გამახვილდეს არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ საკითხებზე, არამედ ჰუმანიტარული დახმარების საკმარისი რაოდენობით და საჭირო სიჩქარით მიწოდების ამოცანაზეც“.
„შემდეგ განვიხილეთ, თუ რას გავაკეთებთ ამის შემდგომ. ვფიქრობ, ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ ამ საზარელი ვითარების შესამსუბუქებლად“, - თქვა სტარმერმა.
მას არ დააკონკრეტებია, თუ რა იქნება აღნიშნული გეგმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიესალმა ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების შესაძლებლობას, თუმცა ხაზი გაუსვა სატვირთო მანქანების ღაზის სექტორში შესვლის აუცილებლობას.