ტაილანდი და კამბოჯა შუაღამიდან ცეცხლის „დაუყოვნებლივ და უპირობო“ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა, რომელმაც მხარეებს უმასპინძლა.
"ცეცხლი ამაღამ, შუაღამისას, დაუყოვნებლად და უპირობოდ შეწყდება. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა" - განაცხადა ანვარმა ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ორივე ქვეყანა შეთანხმდა, გადადგან ნაბიჯები ნორმალიზებისკენ.
ხუთდღიანი კონფლიქტის შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაღუპა.