თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულია 17 ადამიანი.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბურსაში ხანძრის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუდმივ მზადყოფნაშია, რათა მწვანე გარემო ტყის ხანძრებისგან დაიცვას:
ცეცხლის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობს 27 თვითმფრინავი, 105 ვერტმფრენი, დაახლოებით 6 ათასი სატრანსპორტო საშუალება, ტყის სააგენტოს 25 ათასი თანამშრომელი და 132 ათასი მოხალისე.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ტყის ხანძრების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ბრძოლას აწარმოებს როგორც ჰაერიდან, ასევე მიწიდან.
25 ივლისს ხანძარი გაჩნდა თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რის გამოც მთავრობამ ორი პროვინცია, იზმირი და ბილეჩიკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, ხანძარი იყო ასევე ანტალიის პროვინციაში.
ქალაქ ბურსას სიახლოვეს გაჩენილი ხანძრის გამო 3 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.