უკრაინული მედიის ცნობით, სუმის ოლქში რუსმა სამხედროებმა ავტობუსი დაბომბეს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყვდა. სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, დარტყმა იუნაკოვსკას თემის ტერიტორიაზე მოხდა.
თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილზე საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ.