ტელეგრამ-არხების ცნობით, 27 ივლისის ღამეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის სოფელ ოქტიაბრსკაიაში რკინიგზის ტერიტორიაზე მდებარე ქვესადგურზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
ტელეგრამ-არხ Astra ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვოლგოგრადის ოლქის სოფელ ოქტიაბრსკაიაში რკინიგზის ტერიტორიაზე ელექტროქვესადგურზე დრონებმა თავდასხმა განახორციელეს.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ „დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ოქტიაბრსკის რაიონში რკინიგზის საკონტაქტო ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა“.
გარდა ამისა, „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ შეფერხდა ვოლგოგრადის აეროპორტის ფუნქციონირება და შეზღუდვები დაწესდა თვითმფრინავების აფრენა-დაფრენაზე.
ტელეგრამ-არხ Exilenova+-ს ცნობით, „მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა მტრის მნიშვნელოვანი სარკინიგზო კომუნიკაციების გასათიშად, რომლებიც გამოიყენება [რუსეთის საოკუპაციო არმიის] სამხედრო ლოჯისტიკისთვის.“
Аstra-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუჩნდა ელექტროქვესადგურს, რომელიც სარკინიგზო ქსელს ელექტროენერგიით ამაარგებს.
ამასთან, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვოლგოგრადის ოლქში სამგზავრო მატარებლები უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო შეფერხდა.