საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“ სექტემბერში გაეროში სიტყვით გამოსვლისას.
მაკრონმა გადაწყვეტილება პალესტინის ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტ მაჰმუდ აბასისთვის მიწერილი წერილის გამოქვეყნებით გაასაჯაროვა. წერილში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი ამ ნაბიჯს ფორმალურად სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაადასტურებს.
„ამ საზეიმო განცხადებას სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გავაკეთებ“, - აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „დღეს გადაუდებელი აუცილებლობაა ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა“.
„საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და მასიური ჰუმანიტარული დახმარება ღაზის მოსახლეობისთვის. ასევე აუცილებელია „ჰამასის“ დემილიტარიზაციის უზრუნველყოფა. საჭიროა პალესტინის სახელმწიფოს მშენებლობა, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და იმის დაშვება, რომ დემილიტარიზაციის მიღებით და ისრაელის სრული აღიარებით, მან მონაწილეობა მიიღოს ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოებაში. ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა მან.