რუსეთში, ამურის რეგიონში რადარიდან გაუჩინარებული An-24-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს. ინფორმაციას რუისლი მედია ავრცელებს.
„ძებნის დროს „როსავიაციის“ „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა თვითმფრინავის ფიუზელაჟი აღმოაჩინა, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ინციდენტის ადგილზე მაშველები მუშაობენ“, - აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
თვითმფრინავის ნამსხვრევები ტინდადან 16 კილომეტრში, მთის ფერდობზე იპოვეს.
„ანგარას ავიახაზების“ რეისი ბლაგოვეშჩენსკიდან ტინდაში 12:58 საათზე აფრინდა და მეორე წრეზე გასვლის შემდეგ კავშირი გაწყვიტა.
ამურის ოლქის ხელმძღვანელის ვასილი ორლოვუს თქმით, ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ხუთი ბავშვი იყო, ასევე ეკიპაჟის ექვსი წევრი.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.