თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანა გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან (იუნესკო) გაიყვანოს.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანა კელიმ, The New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიყვანოს შეერთებული შტატები იუნესკოდან, რომელიც მხარს უჭერს პროგრესირებად, განხეთქილების გამომწვევ კულტურულ და სოციალურ საკითხებს, რომლებიც სრულიად შეუთავსებელია იმ საღი აზრის პოლიტიკასთან, რომელსაც ამერიკელებმა ნოემბერში მისცეს ხმა“, - თქვა მან.
კელიმ დასძინა, რომ ტრამპი ყოველთვის ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს და თქვა, რომ ამერიკელ ლიდერს სურს უზრუნველყოს, რომ მისი ქვეყნის წევრობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ეროვნული ინტერესების შესაბამისი იყოს.
გამოცემა აღნიშნვს, რომ ანალიზის დროს ტრამპის ადმინისტრაციამ გამოავლინა პრობლემები იუნესკოს პოლიტიკაში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის საკითხებში.