სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოცილაურ ქსელში წერს, რომ სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგულმა მიმდევრებმა საპატრიარქო გარეგინ II-სგან უნდა გაათავისუფლონ.
„კომპანია Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ცოლის ღალატში ამხილეს, ღალატის გამო თანამდებობა დატოვა, რადგან კომპანია Astronomer-ის კონცეფციის თანახმად, ოჯახური ღირებულებები ფუნდამენტურია.
სომხური სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, მღვდელი, რომელმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადო, ეკლესიაზე ქორწინდება და სხვა პირადი ურთიერთობების უფლება არ აქვს.
კრტიჩ ნერსისიანს (გარეგინ II), რომელმაც ეკლესიისთვის მიცემული ქორწინების აღთქმა დაარღვია, დღემდე არ გაუთავისუფლებია საპატრიარქო, რითიც შეურაცხყოფს ჩვენს უწმინდეს სალოცავს – დედა საკათედრო ტაძარს. ამით კტრიჩ ნერსისიანი მოგვიწოდებს ჩვენ, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგულ მიმდევრებს, გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მოემზადეთ“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.