ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.
ბორტზე 53 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე დაკარგულის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
მაშველებმა მხოლოდ 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მედიის ინფორმაციით, ნავი ძლიერ შტორმში მოყვა და გადაბრუნდა.
სამაშველო ოპერაციაში ვიეტნამის საზღვაო ფლოტის სამი გემი, ორი ნავი და 30 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სამძებრო პროცესს ტაიფუნი ართულებს.
მგზავრების უმეტესობა ჰანოის მკვიდრი იყო, მათ შორის 20-ზე მეტი ბავშვი. ასაკით ყველაზე პატარა მგზავრი მხოლოდ 3 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი - 53-ის.