ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა, რადგან სასამართლო შიშობს, რომ მან შესაძლოა სასამართლო სისტემაზე გავლენის მოხდენა სცადოს.
ბოლსონაროს გახმაურებული სასამართლო საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის.
ბრაზილიის 70 წლის ყოფილ პრეზიდენტს 2022 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მისი მემკვიდრის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას მთავრობის დამხობის შეთქმულებაში ადანაშაულებენ.
ელექტრონული სამაჯურის გარდა, ბოლსონაროზე სხვა შეზღუდვებიც დაწესდა, მათ შორის სოციალურ მედიაში აქტივობა აეკრძაა.
ის ღამ-ღამობოთ შინაპატიმრობაში იქნება. ბოლსონაროს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულმა ზომებმა მათი აღშფოთება გამოიწვია.