აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა.
ლევან ვარშალომიძემ ჯუდით გოფს რეგიონის ეკონომიური პოტენციალი, განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
როგორც დიპლომატმა განაცხადა, დაინტერესებულია საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღმავებით და ამ მხრივ აჭარის რეგიონს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. "განსაკუთრებით ღირებულია მინერალური წყლების რესურსების, ასევე სოფლის მეუნეობისა და ტურიზმის დარგებში ინვესტიციების განხორციელება", - აღნიშნა ჯუდით გოფიმ.