კლასიკური დიქტატურა და მედიის შევიწროვება. “მთავარი არხის” მიმართ ახალი გამოგონილი გამოძიების დაწყება არის სხვა დემოკრატიული მედიების გაფრთხილება - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
“ივანიშვილის პროკურატურის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში უკვე არის კლასიკური დიქტატურა დამყარებული. მედიის მიმართ წნეხი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება, მთავარი არხი, რომელიც არ მაუწყებლობს მის მიმართაც კი ხელახლა იწყებენ გამოგონილ გამოძიებებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამით კონკრეტულ ოპოზიციონერ ლიდერებზე, მოქმედ თუ ყოფილ ჟურნალისტებზე იქნება დამატებითი წნეხი გადატანილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამავე დროს კიდევ ერთი გაფრთხილება არის იმ დემოკრატიული მედია საშუალებებისთვის, თუ რა ბედი ელის მათ. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მთავარი არხის გუნდს, რომელიც ჩემი აზრით კიდევ ერთხელ გახდება ივანიშვილის რეჟიმის მორიგი სამიზნე.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ