უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
ზელენსკიმ შეხვედრაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დენის შმიჰალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მთავრობის ახალი მეთაური იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.
ახალ მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილო ფოიდოროვი დაიკავებს.
თავდაცვის მინისტრად დენის შმიჰალი დანიშნება.
ეკონომიკის სამინისტრო, ეკოლოგიის სამინისტრო და აგრარული პოლიტიკის სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანება იგეგმება, რომელსაც ოლექსი სობოლევი უხელმძღვანელებს.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად ოლგა სტეფანიშინას ნაცვლად ტარას კაჩკას დანიშვნა იგეგმება.
სოციალური პოლიტიკის სამინისტრო სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის სამინისტრო გახდება, რომელსაც დენის ულიუტინი უხელმძღვანელებს.
ენერგეტიკის სამინისტროს გერმან გალუშჩენკოს ნაცვლად სვეტლანა გრინჩუკი უხელმძღვანელებს. თავად გალუშჩენკო კი იუსტიციის მინისტრი გახდება.
კულტურის მინისტრის კანდიდატურა ამ მომენტისთვის შერჩეული არაა.
განახლებული მთავრობის წევრებისთვის კენჭისყრა 17 ივლისის საპარლამენტო სხდომაზე იგეგმება.