ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ისრაელსა და სირიას შორის კონფლიქტის ესკალაციის გამო.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 16 ივლისს, თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ახლა ძალიან შეშფოთებულები ვართ ამით, გვინდა, რომ ეს შეწყდეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ინარჩუნებს კონტაქტს ისრაელისა და სირიის წარმომადგენლებთან და კონფლიქტის შეჩერებას აპირებს.
„ამ საკითხზე ვმუშაობთ. ახლახან ვესაუბრე შესაბამის მხარეებს ტელეფონით. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ საკითხით და იმედია, დღეს, მოგვიანებით გვექნება განახლებული ინფორმაცია. ვფიქრობ, ნამდვილი დეესკალაციისკენ გზაზე ვართ. იმედი მაქვს, რომ დავუბრუნდებით სირიის დახმარების კურსს, ააშენოს ქვეყანა და ახლო აღმოსავლეთში მივაღწევთ სიტუაციას, რომელიც გაცილებით სტაბილურია. მომდევნო საათებში ვიმედოვნებთ, რომ ნამდვილ პროგრესს დავინახავთ იმის დასრულებაში, რასაც ბოლო რამდენიმე საათი ვხედავდით“, – განაცხადა რუბიომ.
როგორც Reuters იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სირიაზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.