ივანიშვილი იყენებს პუტინის ერთადერთ მოკავშირეს - ორბანს იმისთვის, რომ მას არ დაუწესდეს სანქციები და ამის გამო წირავს და ასანქცირებს მთელ ქვეყანას, - ამის შესახებ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, უნდა გასაჯაროვდეს "ქართული ოცნების" მიმართ ევროკავშირის წერილი, რათა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე.
“გუშინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის მინისტერიალი ბრიუსელში, საიდანაც სამი მნიშვნელოვანი რამ გახდა ცნობილი ჩვენთვის. გუშინდელი ევროკავშირის მინისტერიალიდან გავიგეთ, რომ ევროპა მოქმედებაზე, ამ დრომდე იყო უამრავი გაფრთხილება, აქამდე იყო შეშფოთება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მაგრამ ახლა ევროპამ განაცხადა, რომ დღეს უკვე მოქმედების დროა. ეს არია პირველი და მნიშვნელოვანი რამ, რაც გავიგეთ მინისტერიალზე.
მეორე, ეს არის ის, რომ ევროკავშირმა ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი. არა იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა წერია ამ წერილში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და მათ შორის ადამიანებმა, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ ივანიშვილის
რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად სწორად აღიქვან რა საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე. მე ძალიან მინდა, რომ ამ დეზინფორმაციის და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც “რუსული ოცნება” ყოველთვის ავრცელებს იმისთვის, რომ მოატყუოს საკუთარი ხალხი და შეცდომაში შეიყვანოს საკუთარი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეებმა თავის თვალით წაიკითხონ სიმართლე და ეს სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ თუ 31 აგვისტომდე ივანიშვილის რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ტყვეებს, არ გაიწვევს დრაკონულ კანონებს და არ შექმნის ქვეყანაში გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირი დაიწყებს მოქმედებას და ეს მოქმედება სამწუხაროდ მოიაზრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას. იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ იმაზე, რომ დასანქცირდეს პერსონალურად ივანიშვილი და არ შეეხოს ეს სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეს, ვიქტორ ორბანს იყენებს ევროკავშირში იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს სანქციები და ეს არის სწორედ მესამე, რაც საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ივანიშვილი აგრძელებს პერსონალური სანქციების თავის არიდებას ორბანის გამოყენებით და ასანქცირებს ქართველ ხალხს, საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას და შესაძლებელს ხდის, რომ სამი მილიონი ქართველი დასანქცირდეს იმის გამო, რომ მან თავიდან აიცილოს პერსონალური სანქციები და კარგად რომ გვესმოდეს, პერსონალურ სანქციებს სჭირდება კონსენსუსი ანუ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, ხოლო უვიზო მიმოსვლას შეჩერებას სჭირდება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა და ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ევროკავშირისთვის ორბანის გარეშე. პუტინის და მისი ერთადერთი მოკავშირის გამოყენებით, ის საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას, რაც არის ძალიან დიდი საფრთხე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ვკონსოლიდირდეთ, რომ 31 აგვისტომდე გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ვაიძულოთ რეჟიმი შეასრულოს უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნები და ის მოთხოვნები, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირის წერილში, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ პრინციპულად, რომ ქართველმა ხალხმა თავისი თვალით ნახონ სიმართლე.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ