აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა სურვილი, რომ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლას გააძლიერებს.
ამის შესახებ ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი,საკუთარ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით The Washington Post-ის სვეტში წერს. იუწყება უკრაინული მედია.
მისი თქმით, ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, თუ რატომ არ დაარტყა მოსკოვს, რაზეც უკრაინის ლიდერმა მტკიცედ უპასუხა :„ჩვენ ეს შეგვიძლია,თუ იარაღს მოგვცემთ.“
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ პუტინზე ზეწოლა უნდა გაზარდოს, არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ სანქტ-პეტერბურგზეც.
სტატიაში ნათქვამია, რომ ტრამპი პუტინის მიმართ მკაცრია. ის განრისხებულია. რუსეთის ლიდერი აღარ არის „თავაზიანი“, როგორც ტრამპს უყვარს თქმა.