შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთი გააგრძელებს „უკრაინისთვის სწრაფი და მნიშვნელოვანი მიწოდებაში წვლილის შეტანას“. ამის შესახებ კრისტენსონი Х-ზე წერს.
კრისტერსონი მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინისთბის უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდებასა და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლოს მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ.
„როგორც უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი და ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად, შვედეთი გააგრძელებს უკრაინისთვის სწრაფ და არსებით მიწოდებაში წვლილის შეტანას“, - წერს კრისტენსონი.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაერთიანდნენ, რათა შეაჩერონ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„დრო უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო მალე გავერთიანდებით ყველანი, რათა ვაიძულოთ რუსეთი დაასრულოს სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, მით უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება,“ - აღნიშნავს პრემიერი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის საკითხზე ნატო-სთან შეთანხმებას მიაღწია.
„ჩვენ ვაპირებთ, ნატო-ს დიდი რაოდენობით მივაწოდოთ იარაღი. ისინი მიაწოდებენ იარაღს და გადაიხდიან იარაღის 100 პროცენტს. ეს სრულად არის დამტკიცებული. ეს გაკეთდა. ჩვენ გავუგზავნით მათ ბევრ, ყველა სახის იარაღს და ისინი ამ იარაღს უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდებენ. ისინი გადაიხდიან 100 პროცენტს“, – განაცხადა ტრამპმა.