აშშ-ის ტეხასის შტატში დამანგრეველი წყალდიდობიდან ერთ კვირაზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 129-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცახდებით, 166 ადამიანი დაკარგულია.
მხოლოდ კერის ოლქში, რომელიც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ხელისუფლების ცნობით, 103 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 36 ბავშვი.
მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა გააფრთხილა 13 ივლისის საღამომდეძლიერი წვიმების შესახებ, რამაც შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს
ამასთან, 11 ივლისს, გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ კატასტროფის დროს ტეხასის შტატის კერის ოლქის ხელისუფლებამ ვერ გაააქტიურა შორ მანძილზე გამაფრთხილებელი სისტემა.
ეს სისტემა მობილური ტელეფონების ვიბრაციას და მაღალი სიხშირის სიგნალის გამოყოფას იწვევს. ამასთან, გაფრთხილებები იგზავნებოდა SMS-ით და მხოლოდ სერვისზე რეგისტრირებულ მომხმარებლებისთვის.
საერთო ჯამში, ტეხასში კატასტროფის მასშტაბებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკა სულ უფრო მწვავე ხდება.
აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას მეცნიერები და საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენლები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ეროვნული ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის დაფინანსებისა და პერსონალის შემცირების გამო, რომელიც პასუხისმგებელია შეერთებულ შტატებში ამინდის პროგნოზებსა და კატასტროფებისგან დაცვაზე.
ამასობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 11 ივლისს სტიქიის ზონას ეწვია, უარყო მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება.