დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი ცაგარეიშვილი და ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დღეს სიტყვით გამოსვლას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით დეპუტატებმა ბიუროს სხდომას დღეს ოფიციალურად მიმართეს.
თუმცა, რა ფორმატში გაიმართება პარლამენტში სააკაშვილის გამოსვლა და მიეცემათ თუ არა ცაგარეიშვილსა და ბაღათურიას სიტყვით გამოსვლის უფლება, მომავალ ბიუროს სხდომაზე გაირკვევა.
როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ის მზად არის პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე ერთი კვირის განმავლობაში გაიაროს კონსულტაციები.
საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდელბო ორგანში ყოველწლიური მოხსენებით, სავარაუდოდ, 10 თებერვალს გამოვა.