ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას დეკემბერში მოეწერება ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს
„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ერევანმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შედეგების შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ გაავრცელა, აზერბაიჯანულმა წყარომ გაამხილა,“ - წერს სომხური გამოცემა .
„აზერბაიჯანული პრესის ცნობით, სამშვიდობო შეთანხმება პარაფირებულია, მხარეებმა ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
ამასთან,, გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ სომხეთი არ არის წინააღმდეგი გზის კონტროლის „აუთსორსინგისა“. თავად შეთანხმებას კი ხელი დეკემბერში მოეწერება.
„სწორედ ამას ისახავდა მიზნად სომხეთში ფაშინიანის სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, კერძოდ „სომხეთის რევოლუციური ფედერაციის“, იმავე „დაშნაკცუთიუნის“ წევრების დაპატიმრებები. საქმე ისაა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი შეთანხმებული პუნქტის თანახმად, მხარეებმა უნდა იბრძოლონ იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ სახელმწიფოში მეორე მხარის წინააღმდეგ სეპარატისტულ განცხადებებს აკეთებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სომხეთში არ უნდა არსებობდნენ ოპოზიციური პარტიები ან პირები, რომლებიც ალიევსა და აზერბაიჯანს, ასევე ფაშინიანს აკრიტიკებენ“, – აღნიშნულია „ჰრაპარაკის“ ინფორმაციაში.