“მსურველთა კოალიცია” რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაზრდის და უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი X-ზე წერს.
“უკრაინის მხარდამჭერი “მსურველთა კოალიციის” სასარგებლო შეხვედრა იყო, 30 მოკავშირესა და პარტნიორთა ერთად, რომელშიც პირველად იღებდნენ მონაწილეობას შეერთებული შტატების წარმომადგენლები. მადლობა, კირ სტარმერ და ემანუელ მაკრონ, თქვენი ლიდერობისთვის.
დასკვნები ცხადია: უკრაინისთვის უსაფრთხოების ზომების დაგეგმვა მზად არის. ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას. გავზრდით რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას, მათ შორის სანქციებს, რათა ვაიძულოთ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ”, - წერს სტუბი.