აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აფრიკის ლიდერებთან შეხვედრისას ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ის და მისი გუნდი უკრაინაში დამატებით Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავენ.
„მათ [უკრაინელებს] ეს უნდათ, ვიცი, რომ მათ მოთხოვნა გააკეთეს. ამიტომ, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ,“ - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები სინამდვილეში „ძალიან იშვიათი“ და „ძალიან ძვირია“.
„სამწუხაროა, რომ ამდენი ფულის დახარჯვა გვიწევს ომზე, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი“, - დასძინა ტრამპმა.