აშშ მოლდოვას 25%-იან ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოლდოვის პრეზიდენტისთვის, მაია სანდუსთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვასთან სავაჭრო ურთიერთობას, მაგრამ აღმოფხვრის „გრძელვადიან და ძალიან მუდმივ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც გამოწვეულია სატარიფო და არასატარიფო პოლიტიკითა და სავაჭრო ბარიერებით“.
2025 წლის პირველი აგვისტოდან ჩვენ მოლდოვას დავუწესებთ მხოლოდ 25%-იან ტარიფს შეერთებულ შტატებში გაგზავნილ ყველა მოლდოვურ პროდუქტზე, სექტორული ტარიფებისგან განცალკევებით“, - ნათქვამია წერილში.
ტრამპმა ასევე გააფრთხილა, რომ თუ მოლდოვა ამერიკულ საქონელზე გადასახადებს დააწესებს, შეერთებული შტატები იმავე განაკვეთით გაზრდის გადასახადებს.
ამავდროულად, თუ მოლდოველი მწარმოებლები საქონელს შეერთებულ შტატებში აწარმოებენ, მათზე გადასახადი არ გავრცელდება.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, ტარიფი არ იქნება, თუ მოლდოვა ან თქვენი ქვეყნის კომპანიები გადაწყვეტენ შეერთებულ შტატებში პროდუქტის წარმოებას ან აწყობას. რაიმე მიზეზით თუ გადაწყვეტთ ტარიფების გაზრდას, მაშინ, რა რიცხვსაც აირჩევთ მათ გასაზრდელად, დაემატება იმ 25%-ს, რასაც ჩვენ ვაწესებთ“, – აღნიშნულია წერილში.