CNN ავრცელებს აუდიოჩანაწერის შინაარსს, სადაც, მათივე ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის დონორებთან დონალდ ტრამპის გასული წლის შეხვედრას ეხება.
ჩანაწერის მიხედვით, დონალდ ტრამპი ჰყვება, როგორ დაემუქრა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მკაცრი პასუხით რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს, თუ ისინი უკრაინასა და ტაივანში შეჭრას გადაწყვეტდნენ.
"პუტინს ვუთხარი, "თუ უკრაინაში შეიჭრები, მოსკოვს დავბომბავ. გეუბნები, სხვა არჩევანი არ მაქვს-მეთქი" და ის ამბობს, "არ მჯერა შენიო." მან თქვა, "შანსი არ არისო" და მე ვთქვი, "შანსია." მერე მან მითხრა, შენი არ მჯერაო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ 10%-ით დამიჯერა", - ციტირებს CNN.
გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ასევე გააფრთხილა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ტაივანის დაპყრობის შესაძლო გეგმების შესახებ და დაემუქრა „პეკინის დაბომბვით“. „ამ დროს სი ძინპინმა გაიფიქრა, რომ მე გიჟი ვარ“.
"მითხრა "პეკინი?! პეკინს დაბომბავო?" მე ვუთხარი, "სხვა არჩევანი არ მაქვს. თქვენი დაბომბვა მომიწევს. პეკინს დავბომბავთ" და მანაც არ დამიჯერა, მან თქვა 10% და ეს 10% სულ ისაა, რაც გჭირდება. სინამდვილეში, 5%-იც საკმარისი იქნებოდა," - ამბობს ტრამპი ჩანაწერის მიხედვით.