აბუ დაბიში 10 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანული და სომხური მედიები ადასტურებენ.
აბუ დაბიში შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფარგლებში შედგება.
ნიკოლ ფაშინიანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეს გაემგზავრება. დღესვე დაგეგმილია მისი შეხვედრა ქვეყნის ლიდერთან, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ-ნაჰაიანთან.
10 ივლისს კი სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს.