საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა პარიზისა და ლონდონის განსაკუთრებულ როლს ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. იუწყება Politico.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე გამოსვლისას, მაკრონმა განაცხადა, რომ ლონდონმა და პარიზმა „საერთაშორისო წესრიგი“ უნდა დაიცვან ბრიტანეთის ომის დროინდელი ლიდერის, უინსტონ ჩერჩილის, ტრადიციის შესაბამისად.
მან ეს მოწოდება გააკეთა „დესტაბილიზაციის გამომწვევი სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო წესების უგულებელყოფის“ ფონზე, რომლებიც „ცდილობენ მსოფლიოს საკუთარ სასარგებლოდ გაყოფას“.
„ჩვენს ორ ქვეყანას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია კონტინენტის უსაფრთხოებაზე.
„დღეს ევროპაში სასწორზე ჩვენი უნარი დევს, ავიღოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა ასევე მოუწოდა ბრიტანელ კანონმდებლებს, „შეამცირონ აშშ-სა და ჩინეთზე ზედმეტი დამოკიდებულება“.
მაკრონის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ერთად უნდა იმუშაონ მსოფლიოს დესტაბილიზაციის საფრთხეებთან საბრძოლველად და დაიცვან ევროპა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთზე „ზედმეტი დამოკიდებულებისგან“.