აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა კრემლის მეთაური ვლადიმირ პუტინი და განაცხადა, რომ ის „ბევრ სისულელეს“ ლაპარაკობს.
ამის შესახებ ტრამპმა კაბინეტის სხდოამზე თქვა.
ამერიკის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი „არასდროს უნდა მომხდარიყო“ და შემდეგ პუტინის მწვავე კრიტიკა დაიწყო.
„სიმართლე გითხრათ, პუტინი გამუდმებით ბევრ სისულელეს გვეუბნება.
რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ამას განვიხილავ“.
შეგახსენებთ, 8 ივლისს პენტაგონმა განაცხადა, რომ ტრამპის მითითებით, შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს გაუზავნის.