ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. იუწყება Reuters
„მინდა, წარმოგიდგინოთ, ბატონო პრეზიდენტო, წერილი, რომელიც ნობელის პრემიის კომიტეტს გავუგზავნე. ეს თქვენი წარდგენაა მშვიდობის პრემიისთვის, რაც დაიმსახურეთ და უნდა მიიღოთ“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში ვიზიტისას ამერიკის პრეზიდენტს.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა, ბიბი. ეს არ ვიცოდი. განსაკუთრებით თქვენგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ბევრი წარმატება გვქონდა. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები იქნება. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ თეთრ სახლში ხართ“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.